რონსერო:„თუ მესი „პსჟ“-ში წავა, მბაპეს მადრიდისკენ გზა გაეხსნება“
ტომას რონსერომ კილიან მბაპეს „რეალში“ გადმოსვლის გზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „პსჟ“-სთან ურთიერთობა ურთულესია...
„მე, როგორც ბუნებით ოპტიმისტ ადამიანს, გარკვეულწილად მჯეროდა, რომ სერხიო რამოსის „პსჟ“-ში გადასვლა ალ ჰელაიფის პოზიციებს ოდნავ მაინც შეარბილებდა და მბაპეს „რეალისკენ“ გზა გაეხსნებოდა, თუმცა არგუმენტების და ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, საქმე სულ სხვა რეალობასთან გვაქვს.“
„პარიზულ კლუბს არც ფულის პრობლემა აქვს და არც აქტივების დაბალანსება სჭირდება. ერთადერთი გასაღები, ლეო მესის „პსჟ“-ში გადასვლა და მის ძველ მეგობარ ნეიმართან ერთად თამაშია. თუ პარიზელები ამას შეძლებენ, მბაპეს მადრიდში გადასვლას აღარაფერი შეუშლის ხელს.“
„სხვა შემთხვევაში უმჯობესია გავაცნობიეროთ, რომ მბაპე „პსჟ“-ში დარჩება და „რეალის“ რიგებს 2022 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.“
„მესი კატალონიის „ბარსელონას“ ტოვებს, მბაპე კი „რეალში“ გადადის“-ეს არის ჩემი საუკეთესო სცენარი, რომელიც ამ ზაფხულს იდეალურად დაასრულებს.
- 11 ივლისი 2021
- 7 333
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.