თუ ბეილს „რეალში“ დარჩენა სურს, ხელფასის განახევრებას უნდა დათანხმდეს
ფლორენტინო პერესს გარეთ ბეილთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიცია აქვს, რომლის შეცვლასაც არ აპირებს...
სამეფო კლუბი ბეილის აგენტს, ჯონათან ბარნეტს დაუკავშირდა და აცნობა, რომ თუ ფეხბურთელის გეგმებში მადრიდში დარჩენა და კონტრაქტის ამოწურვა შედის, ის ხელფასის განახევრებას უნდა დათანხმდეს.
ფლორენტინო პერესი ბეილიშთვის მომდევნო სეზონში ხელფასის სახით 17 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს.
მადრიდში თვლიან, რომ გარეთმა „მერენგების“ მოთხოვნა უნდა გაითვალისწინოს და ასევე რეალურად შეაფასოს ის პრობლემები, რომელიც კლუბს ეკონიმიკური თვალსაზრისით აქვს.
- 11 ივლისი 2021
- 3 974
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.