Football London - „ჩელსი“ ჰოლანდს ყიდულობს, „რეალის“ შანსი მცირდება!
Football London-ის ინფორმაციით, „ჩელსი“ აქტიურ მოქმედებებზეა გადასული და ერლინგ ჰოლანდს იმატებს. „არისტოკრატების“ ხელმძღვანელობა ნორვეგიელში ძალიან დიდ პერსპექტივას ხედავს და თვლის, რომ ტრანსფერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გუნდი უმაღლეს დონეზე ითამაშებს და ახლანდელ ფორმასაც გაიუმჯობესებს...
იტალიური გამოცემების ცნობით კი, „მილანი“ ჰაკიმ ზიეჩის ყიდვასთან ახლოს არის, მიღებულ თანხას კი ლონდონელები ერლინგ ჰოლანდისთვის გამოიყენებენ.
საუბარია 145 მილიონ ევროზე, რომელსაც „ლურჯები“ „დორტმუნდს“ შესთავაზებენ. რომან აბრამოვიჩის აზრით BVB-ს ხელმძღვანელობა აღნიშნულ თანხაზე უარს ვე რიტყვის.
ამ ყველაფრის პარარელურად „დორტმუნდის“ სპორტული დირექტორი დაჟინებით აცხადებს, რომ ნორვეგიელი ფორვარდი არსად წავა და მომდევნო სეზონში გერმანული კლუბის სადარაჯოზე იდგება.
ფლორენტინო პერესი ერლინგში 145 მილიონის გადახდას ნამდვილად არ აპირებს, აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოთამაშის დამატების შანსები მნიშვნელოვნად მცირდება.
- 11 ივლისი 2021
- 1 000
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.