პირველი მატჩი დახურულ კარს მიღმა
დღეს, სამეფო კლუბის ფეხბურთელები წინასასეზონო მომზადების ფარგლებში პირველ საკონტროლო მატჩს გამართავენ.
20:00 საათზე (თბილისი დროით), ანჩელოტის შეგირდები "ვალდებებასზე" სეგუნდა დივიზიონის ბინადარ "ფუენლაბრადას" უმასპინძლებენ, თუმცა, როგორც ცნობილია, პაექრობა დახურულ კარს მიღმა გაიმართება. შესაბამისად, მისი პირდაპირი ტრანსლიერება არ განხორციელდება და სტადიონზე არც ჟურნალისტები დაიშვებიან.
პრე-სეზონის რიგით მეორე ამხანაგურ დაპირისპირებას, "რეალი" გლაზგოში, ადგილობრივი "რეინჯერის" წინააღმდეგ გამართავს (25 ივლისს).
DC
- 11 ივლისი 2021
- 823
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.