ალესანდრო ნესტა:„ანჩელოტი ფეხბურთელებთან საოცარ ურთიერთობას ამყარებს“
„მილანის“ ლეგენდარულმა მცველმა, ალესანდრომ ნესტამ, რომელიც კარლო ანჩელოტისთან ერთად „როსონერის“ რიგებში ტრიუმფალური ეპოქა შექმნა, მადრიდის „რეალის“ ახლანდელ მწვრთნელზე საუბრობს.
„ანჩელოტი მეორე მამაა. იტალიელი ნებისმიერი ფეხბურთელისგან მაქსიმუმს ითხოვს, მაგრამ ამასთან ერთად ყველასთან საოცარ ურთიერთობას ამყარებს. ანჩელოტი არასდროს მიატოვებს ფეხბურთელს, თუნდაც ის კონკრეტულ მომენტში დამნაშავეც იყოს. იტალიელმა იმუშავა ბერლუსკონის და გალიანის ეპოქაში, სადაც „მიალნზე“ დიდი ზეწოლა და მოთხოვნები იყო, თუმცა კარლიტომ დაკისრებულ მოვალეობას შესანიშნავად გაართვა თავი.“
„ჩემპიონების და სუპერ ვარსკვლავების მართვა მარტივი არ არის, ანჩელოტის კი ეს საქმე შესანიშნავად გამოდის, ვინაიდან ნამდვილი პროფესიონალია.“
„„მილანში“ ბევრი კარგი მომენტი მახსოვს და ეს ყველაფერი სწორედ კარლოს მუშაობას უკავშირდება, ის დიდებული სპეციალისტია.“
„დარწმუნებული ვარ, მადრიდის „რეალში“ დაბრუნების შემდეგ იტალიელი სპეციალისტი კვლავ მიაღწევს წარმატებას, მისთვის გადაულახავი ბარიერები არ არსებობს.“
- 10 ივლისი 2021
- 976
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.