რეგილონი:„„რეალში“ დაბრუნებაზე არ ვფიქრობ“
სამეფო კლუბის ყოფილი ფეხბურთელი, სერხიო რეგილონი, რომელიც აშკარად პროგრესირებს და ბევრი უწინასწარმეტყველებდა „რეალში“ დაბრუნებას, აცხადებს, რომ მადრიდზე აღარ ფიქრობს...
„ჩემს პოზიციაზე სამეფო კლუბში უკვე რამდენიმე ფეხბურთელია, ამიტომ „რეალზე“ აღარ ვფიქრობ. ჩემი კარიერა სხვა სცენარით განვითარდება.“
„მხოლოდ ისეთ კლუბში უნდა ვიასპარეზო, სადაც მოედანზე გასვლის საშუალება მომეცემა, ეს ჩემი პროგრესირებისთვის აუცილებელი კომპონენტია.“
„გასულ წლებში დიდი გამოცდილება მივიღე, მაგრამ ვთვლი, რომ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია და ამისთვის დაუღალავი შრომაა საჭირო.“
- 10 ივლისი 2021
- 624
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.