„რეალმა“ მორიგ შეთანხმებას მიაღწია!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ მორიგ შეთანხმებას მიაღწია და კარიმ ბენზემასთან ახალ კონტრაქტზე გააფორმებს...
მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი ფორვარდი საზაფხულო არდადაგებზე იმყოფება, მან უკვე განაცხადა თანხმობა ახალ კონტრაქტზე და სურს, რომ „ბლანკოსში“ 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კარიმის ხელფასი არ შემცირდება და ანალოგიური დარჩება. გარდა ამისა, „ბლანკოსში“ „9“-იანის კონტრაქტს 2022 წლის ზაფხულშიც განიხილავენ და საუკეთესო კონდიციის შენარჩუნების შემთხვევაში 2024 წლამდე გახანგრძლივებასაც განიხილავენ.
- 10 ივლისი 2021
- 1 567
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.