„რეალს“ კიდევ ერთი ტოპ ვარსკვლავი ტოვებს?
ფრანგული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალს“ კიდევ ერთი ტოპ ვარსკვლავი გამოემშვიდობება და ამ გზის დასრულებასთან რაფაელ ვარანი ძალიან ახლოს არის...
ფლორენტინო პერესმა ვარანს მოსაფიქრებელი დრო სწორედ დღევანდელ დღემდე - 10 ივლისამდე განუსაზღვრა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა პოზიცია აქვს დაცვის ლიდერს, მაგრამ აქამდე გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, მას წასვლა სურს.
იმ შემთხვევაში, თუ ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ შედგება, ვარანი ყველა ვარიანტში დატოვებს კლუბს და კარლო ანჩელოტის სერიოზული საფიქრალი გამოუჩნდება.
ერთ ზაფხულს გუნდიდან ვარანისა და რამოსის წასვლა დაცვის პოტენციალის მნიშვნელოვან რეგრესს მიანიშნებს.
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მომდევნო კვირა რაფასთან მიმართებაში გადამწყვეტი იქნება და არ არის გამორიცხული, უკანახაზელმა გუნდის დატოვების გადაწყვეტილებაც მიიღოს.
- 10 ივლისი 2021
- 6 649
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.