პერესი ვინისიუს ჟუნიორს 100 მილიონად აფასებს
მადრიდის „რეალში“ ვინისიუს ჟუნიორს ენდობიან და გაყიდვას ამ ეტაპზე არ აპირებენ, მაგრამ ფლორენტინო პერესს აქვს ერთი პირობა, რომლის მიღების შემთხვევშიც, ბრაზილიელს შეელევა...
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კლუბი ვინისიუსის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს გაიღებს, „რეალი“ მის გაყიდვაზე დათანხმდება.
თავის დროზე, ბრაზილიელ ახალგაზრდაზე დიდ პრეტენზიას აცხადებდა მანჩესტერ „იუნაიტედი“, თუმცა ჟეიდონ სანჩოს შეძენის შემდეგ აქტივობა შეაჩერა.
ახლა ასპარეზზე „ლივერპულია“ გამოსული, ვინიზე ინტერესს „პსჟ“-ც იჩენდა, ასევე ინტერესდებოდა მილანის „ინტერიც“, თუმცა ამ ეტაპზე ოფიციალური წინადადება ჯერ-ჯერობით არ არსებობს.
- 10 ივლისი 2021
- 2 571
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.