ჯულს კუნდესთვის ბრძოლაში „ტოტენჰემიც“ ჩაერთო
მადრიდის „რეალს“ ჯულს კუნდესთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა...
ლონდონის „ტოტენჰემმა“ „სევილიას“ 60 მილიონიანი წინადადებით მიმართა. ფლორენტინო პერესი ფეხბურთელის შეძენას 50 მილიონად აპირებდა, მაგრამ ფაქტია, რომ ანდალუსიელები მოთამაშეს ძვირად აფასებენ.
ესპანური გამოცემების ცნობით, სამეფო კლუბს ამოცანის შესრულება ძალიან გაუჭირდება, ვინაიდან კუნდე პროგრესირებს და ფასიც შესაბამისად იზრდება.
- 9 ივლისი 2021
- 580
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.