„მილანსა“ და „რეალს“ შორის ნაყოფიერი მოლაპარაკებები მიმდინარეობს
„მილანს“ ისკო ალარკონის დამატება სურს. ესპანელმა ფეხბურთელმა „ბლანკოსის“ დატოვება გადაწყვიტა, მაგრამ მსურველებს შორის ნახევარმცველი საუკეთესო ვარიანტს განიხილავს...
ისკოს თავადაც სურს „მილანის“ რიგებში გადასვლა, მაგრამ შეთანხმება სატრანსფერო თანხაზე ვერ ხერხდება. OKDiario-ს ინფორმაციით იტალიელები 20 მილიონ ევროს გადაიხდიან, თუმცა პირველ ეტაპზე პერესს 15 მილიონი შესთავაზეს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ალარკონთან დაკავშირებით „სევილიაც“ სერიოზულად არის განწყობილი, მაგრამ თავად ფეხბურთელს აღარ სურს ლა ლიგაში დარჩენა.
- 9 ივლისი 2021
- 673
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.