რას გეგმავს ზიდანი?
სამეფო კლუბიდან წასვლის შემდეგ, ზინედინ ზიდანი უქმე დღეებით ტკბება.
ევროპის ჩემპიონატზე არცთუ ისე სახარბიელო გამოსვლის შემდეგ, ვარაუდობდნენ, რომ ფედერაცია დიდიე დეშამს გადააყენებდა და მის ნაცვლად "რეალის" ყოფილ მწვრთნელს ჩააბარებდა ნაკრების სადავეებს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არ გამართლდა, ვინაიდან, მსოფლიოს ჩემპიონი დამრიგებელი, ყატარში გასამართ მუნდიალზეც გაუძღვება "მამლებს."
L'Équipe-ს ცნობით, ზიზუ ამ ეტაპისათვის კარგად გრძნობს თავს. მეტიც, მან რამდენიმე კლუბი უარითაც გაისტუმრა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სერიოზულ ჰონორარზე იყო საუბარი. გამარჯვებული მენტლიტეტის მქონე დამრიგებელი ყოველდღიური ფეხბურთისგან გადაღლილია და უახლოეს მომავალში მხოლოდ დასვენება შედის მის გეგმებში.
ზიდანს არა ერთხელ გამოუთქვამს მშობლიური ნაკრების გაწვრთნის სურვილი. დიდი ალბათობით, ის 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარებს "ლურჯებს."
AS
- 9 ივლისი 2021
- 3 016
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.