კაზემირო: „მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ...“
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა კაზემირომ, „კოპა ამერიკას“ ფინალზე ისაუბრა, სადაც „სელესაო“ არგენტინის ნაკრებს დუაპირისპირდება.
„მეტოქე გუნდის რიგებში მაღალი დონის ფეხბურთელები ირიცხებიან. ეს ერთი ადამიანის გუნდი არ არის.“
„კარგად მოგვეხსენება, თუ რა დიდებული მოთამაშეა მესი, თუმცა პატივი უნდა ვცეთ მის თანაგუნდელებსაც.“
„მხოლოდ მესისა და ლაუტერო მარტინესზე აქცენტის გაკეთება არასწორი იქნება. არგენტინელებმა გუნდური თამაშის წყალობით მოახერხეს ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება.“
„კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა ლეოს, მაგრამ არგენტინა მხოლოდ მასზე არ დგას. ამასთანავე, ბრაზილიის დაცვა მხოლოდ კაზემირო არ არის.“
MARCA
- 9 ივლისი 2021
- 1 674
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.