ალ ჰელაიფი:„დღეს პარიზულ გუნდს ლეგენდარული ფეხბურთელი შეემატა“

ნასერ ალ ჰელაიფი სერხიო რამოსს „პსჟ“-ს რიგებში დიდ წარმატებებს უსურვებს და მის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.

„დღეს პარიზი მიემართება ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელს და ლეგენდარულ ფეხბურთელს. სერხიო გახლავთ ნამდვილი ლიდერი და პროფესიონალი, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველის სტატუსს ფლობს.“

„რამოსის მისწრაფებები, გამოცდილება, მიზანმიმართულობა და სიძლიერე სრულ სინთეზსა და თანხვედრაშია პარიზული გუნდის გეგმებთან.“

„გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით ბევრ წარმატებას მივაღწევთ და მწვერვალებს დავიყპრობთ.“

„ვამაყობ, რომ ესპანელ ფეხბურთელს „პარისენჟერმენის“ მაისურში გამოწყობილს ვხედავ. ეჭვი არ მეპარება ქომაგები სერხიოს სათანადო მიღებას მოუწყობენ.“

  • Ramos
  • 8 ივლისი 2021
  • 1 482
  • 5

1

8 ივლისი 2021 13:54

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ჩვეულებრივი ფოტოშოპი მგონია ხოლმე ამის სხვა ფორმაში ხილვა :(

2

8 ივლისი 2021 14:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 121
პერესს შენი ოჯახი შე ახვარო
-----------------------
მესი-კარიერაში მაისური ერთადერთ ფეხბურთელს ვთხოვე, და ეს ზიდანი იყო. რონალდიონიო-ზიდანი ერთადერთი იყო ვინც ბრაზილია და ბრაზილიელები არაფრად ჩაგვთვალა. ხენტო-6 ლიგა, რონალდო-5 ლიგა, ბარსელონა 5 ლიგა. RIP KOBE.

3

8 ივლისი 2021 14:29

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
საერთოდ ასეა რა ევროპელების და ამერიკელების კაცობა გადის ფულზე... რამოსის საქციელი იყო ქართველი კაცისთვის ძალიან სამარცხვინო... მილიონერი ხარ 1+1კონტრაქტს გაძლევენ კაპიტანი ხარ ლეგენდა ხარ.. და მიდიხარ გუშინ გამოჩეკილ გუნდში... მაგრამ ამ კაცისთვის მთავარი არის ფული! ჩემთვის რამოსი არის ნოლი

4

8 ივლისი 2021 14:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 302
ნოლი როგორ არის მიკვირს რა. კაცმა 16 წელი რეალს დაუკავშირა და ამდენჯერ გაგვიხარა გულები.

5

9 ივლისი 2021 13:59

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Romageorgia
საერთოდ ასეა რა ევროპელების და ამერიკელების კაცობა გადის ფულზე... რამოსის საქციელი იყო ქართველი კაცისთვის ძალიან სამარცხვინო... მილიონერი ხარ 1+1კონტრაქტს გაძლევენ კაპიტანი ხარ ლეგენდა ხარ.. და მიდიხარ გუშინ გამოჩეკილ გუნდში... მაგრამ ამ კაცისთვის მთავარი არის ფული! ჩემთვის რამოსი არის ნოლი

ერთი რომ არ იცი რეალურად რა მოხდა. მეორე რომ ადვილია სხვის ნაცვლად საუაბრი. აბა ახლა ასე შეხედე: ხარ გუნდის ლეგენდა, კლუბისთვის სისხლი გაქვს დაღვრილი პირდაპირი მნიშვნელობით, შენი წყალობით კლუბს აქვს უამრავი ტიტული და საოცარი მიღწევები, მთელი გული და სული გაქვს მიძღვნილი და უცბად გეუბნებიან იცი რა ერთი წლით მეტ კონტრაქტს ვერ გიფორმებ იმიტომ რომ შეიძლება ერთი წლის მერე ასეთი ვეღარ იყო და შენი გაშვება მოგიწიოსო. რას იზამ? როცა შენ ამხელა ამაგს, სიყვარულს, გაწეულ შრომას და გაღებულ მსხვერპლს დაიკიდებენ ერთ ადგილზე იტყვი კაი ჯანდაბას ერთი წელი ვიქნები და მერე თუ რამეა გამიშვითო? თავმოყვარეობა არ შეგელახება?არ გეწყინება? არ აგიცრუვდება გული? და ბოლოს. მოიცა რამოსმა არ უთხრა, რომ ოკ ვრჩები გუნდშიო და პერესმა არ უპასუხა სორი მაგრამ გიანიაო? კიდე რამოსია 0? მე ვერ წარმომედგინამადრიდისტას როგორ უნდა მოუბრუნებოდა ენა და ცუდი ეთქვა სერხიო რამოსზე. უბრალოდ ვერ წარმომედგინა. ასე ერთი ხელის მოსმით და უპრიჩინოდ წყალში ჩაუყარე მთელი ის ზღვა სიხარული და ბედნიერება რაც მადრიდისტებისთვის მოუნიჭებია? აი მადრიდსტობაც ასეთი უნდაა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)