„რეალი“ სტერლინგს „მანჩესტერულ“ ხელფასს ვერ გადაუხდის
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალსა“ და მანჩესტერ „სიტის“ შორის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი, ფლორენტინო პერესი სტერლინგის სახელფასო მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს...
რაჰიმს „სიტიში“ საოცარი პირობები აქვს და მისი წლიური შემოსავალი სხვადასხვა ბენეფიტის ჩათვლით 18 მილიონ ევროს აღწევს.
სამეფო კლუბი ინგლისელ წინახაზელს მაქსიმუმ 9.5 მილიონ ევროს გადაუხდის, რაც რაჰიმის გეგმებში სავარაუდოდ არ უნდა შედიოდეს.
ბრიტანელთა ცნობით, პერესი ამ ეტაპზე მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მზად არ არის და შეთანხმება უდიდესი ალბათობით ვერ შედგება.
- 8 ივლისი 2021
- 845
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.