რამოსის სამედიცინო შემოწმება გადაიდო
სერხიო რამოსისა და „პსჟ“-ს თანამშრომლობის ამბავი მხოლოდ საათების საკითხია.
ანდალუსიელ ფეხბურთელს გუშინ (6 ივლისს) უნდა გაევლო სამედიცინო შემოწმება ფრანგულ კლუბში, თუმცა აღნიშნული ღონისძიება ვერ შედგა. მიზეზად კი აშრაფ ჰაკიმის გაფორმება დასახელდა. როგორც იცით, ყოფილი მადრიდელი „ინტერიდან“ საფრანგეთში გადაბარგდა და 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
RMC-ს ინფორმაციით, „რეალის“ ყოფილ კაპიტანს დღეს (7 ივლისს) ჩაუტარებენ შესაბამის ტესტირებას ფრანგი მედიკოსები, რის შემდეგაც ხელშეკრულების დადების ცერემონია გაიმართება. სერხიო რამოსი „პსჟ“-ს რიგებს 2023 წლლის ზაფხულამდე გააძლიერებს.
AS
- 7 ივლისი 2021
- 676
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.