ოფიციალურად - აშრაფ ჰაკიმი „პსჟ“-ს ფეხბურთელია!
ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ აშრაფ ჰაკიმი „პსჟ“-ს ფეხბურთელია. მაროკოელმა მოთამაშემ პარიზულ გრანდთან კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, ის საფრანგეთის დედაქალაქში 2026 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩეს...
აღსანიშნავია, რომ „რეალისა“ და „ინტერის“ შეთანხმებაში იდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის ბოლომდე ჰაკიმის გაყიდვის შემთხვევაში „ნესაძურის“ ბლანკოსი საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა და „ბლანკოსის“ მხრიდან ინტერესის გამოხატვის პირობებში, მაროკოელი სწორედ მადრიდში უნდა დაბრუნებულიყო.
როგორც სჩანს, ფლორენტინო პერესმა ჰაკიმის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს გადახდაზე უარი თქვა და მოთამაშემ გეზი პოჩეტინოს გუნდისკენ აიღო.
- 6 ივლისი 2021
- 977
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.