ედენ აზარის ბოლო გასროლა
ბელგიის ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატიდან გამოთიშვის შემდეგ, ედენ აზარი არდადეგებზე იმყოფება.
მერვედფინალურ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ მიღებული დაზიანების გამო, გუნდის კაპიტანმა „სკუადრა აძურასთან“ დაპირისპირება გამოტოვა. მას 21 დღე აქვს დასვენებისათვის და სავარაუდოდ, 26 ივლისს უკვე მადრიდში იქნება.
„ვალდებებასზე“ მოუთმენლად ელოდებიან აზარის დაბრუნებას. წინა 2 პრე-სეზონის დროს, ის საკმაოდ ცუდ კონდიციებში შეუერთდა თანაგუნდელებს. ორივე შემთხვევაში მისმა ჭარბმა წონამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია გულშემატკივრებში. „თეთრები“ იმედოვნებენ, რომ ამჯერად, ედენი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება საქმეს და უქმე დღეებს ნაყოფიერად გამოიყენებს.
2019 წელს, „რეალმა“ დიდი ძალისხმევა გაიღო მის გასაფორმებლად. ფლორენტინო პერესსმა „ჩელსის“ 100 მლნ. ევრო ჩაუთვალა ფეხბურთელის სანაცვლოდ. სამწუხაროდ, გაუთავებელი ტრავმების გადამკიდე, ბელგიელის „თეთრი“ კარიერა ვერადავერ შედგა. ბოლო 2 სეზონის განმავლობაში, მისი მონაგარია 43 მატჩი, 5 შედეგიანი დარტყმა და 8 საგოლე გადაცემა, რაც საკმაოდ მწირი სტატისტიკაა.
ჩემპიონთა ლიგაზე „ჩელსისთან“ მარცხის შემდეგ გავრცელებულ ფოტოს, სადაც ის ზუმასა და მენდისთან ერთად იცინის, არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა მადრიდისტებში. მას ამის გამო ბოდიშის მოხდაც კი მოუწია.
ახალი სეზონი აზარისთვის გადამწყვეტი იქნება. მას შანსი აქვს ბოლო ტყვია გამოიყენოს, თუ არადა, გაისად აუცილებლად მოუწევს ბარგის ჩალაგება.
AS
- 6 ივლისი 2021
- 1 132
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.