ოფიციალურად - „რეალმა“ „ბარსელონას“ ყოფილი მოთამაშე დაიმატა
სამეფო კლუბის ვებგვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
მადრიდის „რეალის“ საკალათბურთო გუნდმა ტომას ჰუერტელი დაიმატა, რომელიც მომავალი სეზონის განმავლობაში დაიცავს „თეთრების“ ღირსებას.
აღსანიშნავია, რომ ფრანგი მოთამაშე 2017 წლიდან 2021 წლის იანვრამდე, „ბარსელონაში“ გამოდიოდა. კატალონიელებმა 32 წლის კალათბურთელი მათ გვერდის ავლით „ბლანკოსთან“ მოლაპარაკებების წარმოებაში დაადანაშაულეს და ზამთრის პერიოდში შემადგენლობიდან მოკვეთეს, რის შემდეგაც, კალათბურთელმა ნახევარი სეზონი „ასველ ბასკეტში“ გაატარა.
ჰუერტელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება.
- 6 ივლისი 2021
- 8 290
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.