533 დღე ტრასფერის გარეშე
იყო დრო, როდესაც სამეფო კლუბი ძალებს არ ზოგავდა სატრანსფერო ბაზარზე, თუმცა ბოლო პერიოდში კლუბმა რადიკალურ შეცვალა მიდგომა.
როგორც ირკვევა, უკანასკნელად, „რეალმა“ 533 დღის წინ გადაიხადა თანხა ფეხბურთელის შესაძლებლობებში - 2020 წლის 20 იანვარს, „თეთრებმა“ 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბრაზილიელი რეინიერი გაიფორმეს. მას შემდეგ, ორმა სატრანსფერო ფანჯარამ ჩაიარა, მაგრამ პერესი მხოლოდ მოთამაშეების გაყიდვითა და განათხოვრებით იყო დაკავებული. მაგალითად შარშან, კლუბმა რეგილონი (30 მლნ.), ჰაკიმი (40 მლნ.) და ოსკარ როდრიგესი (15 მლნ.) გაუშვა, ბეილი, სებალიოსი, კუბო, ბრაჰიმი, ვალეხო, მაიორალი, იოვიჩი, ოდეგარი და რეინიერი დროებით გაასხვისა.
მიმდინარე ზაფხულს „რეალის“ რიგები დავიდ ალაბამ შეავსო. ავსტრიელმა ფეხბურთელმა „ბაიერნთან“ კონტრაქტი სრულად შეასრულა და ესპანეთში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა, ანუ მადრიდელებს კაპიკი არ დაუხარჯავთ მის მიყვანაში.
„რეალის“ პრეზიდენტი აღნიშნულ პასიურობას კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისით ხსნის და ამასთანავე, არსებულ რესურს 2 მეგა ტრანსფერისთვის ამზადებს. დონ ფლორენტინოს მხოლოდ კილიან მბაპესა და ერლინგ ჰალანდრის „გათეთრებისკენ“ უჭირავს თვალი.
MARCA
- 6 ივლისი 2021
- 730
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.