ანჩელოტის სიურპრიზი ფეხბურთელებს
კარლო ანჩელოტიმ მეტად საინტერესოდ დაიწყო თავისი მოღვაწეობა სამეფო კლუბში.
როგორც იცით, გუშინ, „რეალის“ მოთამაშეებმა პრე-სეზონის ფარგლებში პირველი სავარჯიშო სესია გამართეს, რომლის დასრულების შემდეგაც, იტალიელმა სპეციალისტმა შეგირდები სახლებში არ გაუშვა. კარლიტომ მადრიდელები „ვალდებებასზე“ არსებულ სასტუმროში დატოვა. ის თვლის, რომ ბაზა საუკეთესო ადგილია დასვენებისა და ძალების აღდგენისათვის.
დღეს, როდესაც ფეხბურთელები ისაუზმებენ, მწვრთნელებისგან ახალ სამუშაო გეგმას მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის განკარგულებაში პირველი შემადგენლობის 13 წევრია.
MARCA
- 6 ივლისი 2021
- 4 302
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.