„რეალის“ ახალი გეგმა პოგბასთან დაკავშირებით
უკვე წლებია, რაც სამეფო კლუბისა და პოლ პოგბას გზებს ერთმანეთს უკავშირებენ.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზაობას გამოთქვამს, რაფაელ ვარანის ტრანსფერში ჩართოს ფრანგი ნახევარმცველი, თუმცა მადრიდელებისთვის მსგავსი სქემა მიუღებელია. Daily Express-ის ინფორმაციით, „თეთრებმა“ ახალი გეგმა შეიმუშავეს მსოფლიოს ჩემპიონთან მიმართებაში. კერძოდ, ფლორენტინო პერესი იმედოვნებს, რომ პოგბა კიდევ ერთი წელი დარჩება ინგლისში, ხოლო მომავალ ზაფხულს, უკვე თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება ესპანურ გრანდს. „ბლანკოსის“ პრეზიდენტს ფეხბურთელის შესაძლებლობების მიღება უანგაროდ უნდა.
თავად მოთამაშესაც არა ერთხელ აღუნიშნავს „რეალში“ ასპარეზობის სურვილის შესახებ.
DC
- 6 ივლისი 2021
- 999
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.