მბაპემ პარიზში გამოცხადებაზე უარი განაცხადა
„პსჟ“-ს ხელმძღვანელობამ კილიან მბაპე საფრანგეთის დედაქალაქში მიიწვია, რათა მხარეები საბოლოოდ დამსხდარიყვნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ახალი კონტრაქტის საკითხები განეხილათ...
გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც ფრანგული გამოცემები ადასტურებენ, კილიანმა პარიზში ჩასვლაზე უარი განაცხადა, ვინაიდან მოლაპარაკებებს არანაირი აზრი არ აქვს.
კილიანს სურს, რომ კუთვნილი შვებულებით სრულფასოვნად ისარგებლოს და საფრანგეთის დედაქალაქში უაზრო ვიზიტისგან თავი შეიკავოს.
ლოტინის პოზიცია უკვე ცნობილია. მბაპე მზად არის კიდევ 1 წლით დარჩეს „პსჟ“-ში და შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს კლუბი, თუმცა პარიზელთა გეგმებში ეს ვარიანტი არ შედის, აქედან გამომდინარე, სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.
თავის მხრივ, მბაპეს მამასა და „პსჟ“-ს ხელმძღვანელობას შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო დიდ კრიზისში შევიდა.
- 5 ივლისი 2021
- 6 852
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.