ისკოს 2 წარმომადგენელი მილანში იმყოფება
იტალიური გამოცემების ცნობით, ისკო ალარკონის 2 წარმომადგენელი „მილანთან“ ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს...
იტალიური კლუბის სურვილი ესპანელ ნახევარმცველთან 4 წლიანი თანამშრომლობაა. ვრცლედება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ალარკონს ყველაზე მეტად „როსონერის“ ვარიანტი ხიბლავს და მან „სევილიას“ უარი უთხრა.
ისკოს ფასი დაახლოებით 20-25 მილიონი ევროა. იმ შემთხვევაში, თუ მილანელები ინდივიდუალურ კონტრაქტს შეათანხმებენ, „ბლანკოსს“ აღნიშნულ თანხას აუცილებლად გადაუხდიან და ტრანსფერიც შედგება.
შეგახსენებთ, ფეხბურთელის პრესეზონის პირველი სესია „რეალთან“ ერთად არ გაუმართავს, ოფიციალური მიზეზი კი ცნობილი არ არის.
- 5 ივლისი 2021
- 563
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.