„რეალი“ კამავინგას აგენტს ესაუბრა
ედუარდო კამავინგა ყველაზე პერსპექტიული ნახევარმცველია ევროპის მასშტაბით.
გარეთ ბეილის მსგავსად, 18 წლის ფეხბურთელის საფეხბურთო ინტერესებსაც ჯონათან ბარნეტი იცავს. Le Parisien-ის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ აგენტს, უელსელ ფეხბურთელთან დაკავშირებით, „რეალის“ წარმომადგენლენთან ჰქონდა კომუნიკაცია, რა დროსაც, მხარეებმა ფრანგ მოთამაშეზეც ისაუბრეს.
კამავინგას გაისად ეწურება მოქმედი ხელშეკრულება „რენთან“ და მის გეგმებში არ შედის ლიგა 1-ში დარჩენა. აღსანიშნავია, რომ მისი დიდი ქომაგი გახლდათ ზინედინ ზიდანი, რომელსაც ძალიან სურდა ედუარდოს ხილვა „ბლანკოსის“ მაისურით.
თუ განვლილ ზაფხულს შუახაზელის სატრანსფერო ღირებულება 100 მლნ. ევრომდე აღწევდა, ახლა, ეს ციფრი, ფაქტობრივად, განახევრებულია.
BD
- 5 ივლისი 2021
- 778
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.