აზარი და ბეილი - „რეალის“ X ფაქტორი
სამეფო კლუბის გულშემატკივრები ანჩელოტის ფორმაციის „რეალის“ ხილვას მოუთმენლად ელოდებიან.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდელები ყველაფერს აკეთებენ, რათა კილიან მბაპე გაიფორმონ. თუ მისი გამადრიდელება ვერ მოხერხდა, ანჩელოტის არსებული რესურსით მოუწევს ფონს გასვლა. უფრო კონკრეტულად, ბენზემას მხარდამხარ, ედენ აზარსა და გარეთ ბეილს მოუწევთ ბურთაობა.
ბელგიელი და უელსელი „რეალის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი წევრები არიან. ისინი წელიწადის განმავლობაში 15-15 მლნ. ევროს იღებენ ჰონორარის სახით, რაც შემადგენლობის სახელფასო ფონდის 13,4 %-ია.
ბეილმა განვლილი სეზონი „ტოტენჰემის“ რიგებში გაატარა, სადაც 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 16 შედეგიანი დარტყმა განახორციელა, ხოლო ტრავმებისგან დატანჯული აზარი, მხოლოდ 21 მატჩში გამოჩნდა მოედანზე. მან 4 გოლი და 2 ასისტი ჩაიწერა აქტივში.
რამდენად იმედისმომცემია, გარეთისა და ედენის ბურთაობის ცქერა, ეს უკვე მეორე საკითხია.
AS
- 5 ივლისი 2021
- 996
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.