კარვახალი ბრუნდება

ესპანელი ფეხბურთელი თანაგუნდელებთან ერთად, საწყისი ეტაპიდან დაიწყებს წინასასეზონო მომზადების პროცესს.

განვლილი სეზონი კარვახალისთვის ერთ-ერთ უფერული გამოდგა საფეხბურთო კარიერაში. მარჯვენა ფლანგელმა 5 ტრავმა მიიღო, რის გამოც, საერთო ჯამში, 190 დღე გაუცდა. მან მხოლოდ 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 ასისტით გამოიჩინა თავი.

შემადგენლობის „ორიანი“ ევროპის ჩემპიონატზეც არ წაიყვანეს, რამაც საშუალება მისცა, მთელი ეს პერიოდიი რეაბილიტაციისათვის დაეთმო, რათა 5 ივლისს, მწვრთნელის განკარგულებაში ყოფილიყო.

მისი არყოფნის დროს, უკანა ხაზის აღნიშნული რგოლი ლუკას ვასკესმა ჩაიბარა. ყველასთვის მოულოდნელად, გალისიელმა ბრწყინვალედ შეითავსა დაცვითი ფუნქციები და დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში კარვახალის კონკურენტიც იქნება.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ლაზარეთიდან გამოწერილ ფეხბურთელს, გუნდის სათავეში კარლო ანჩელოტი დახვდება. 2013 წელს, როდესაც ლევერკუზენიდან დაბრუნებული დანიელი მადრიდულ კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამდა, სწორედ იტალიელმა სპეციალისტმა შეუწყო ხელი მის პროგრესსა და განვითარებას. ამის შემდეგ კი ის „ბლანკოსის“ შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა.

MARCA

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)