მოურინიო მარსელოს უხმობს
როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინ, „რომას“ სათავეში ჟოზე მოურინიო ჩაუდგა.
ლეონარდო სპინაცოლას ტრავმის შემდეგ, რომელიც მან ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში მიიღო, პორტუგალიელი დამრიგებელი ახალი მარცხენა მცველის ძიებაშია. ჟურნალისტ ნიკოლა შირას ინფორმაციით, „განსაკუთრებულს“ მარსელოს გადაბირება სურს, რაც ადვილი საქმენ ნამდვილად არ იქნება.
მიუხედავად განვლილი სეზონის უსახურად ჩატარებისა, ბრაზილიელმა არა ერთხელ აღნიშნა, რომ „რეალიდან“ წასვლა მის გეგმებში არ შედის. მითუმეტეს მაშინ, როდესაც შემადგენლობის კაპიტნობა მოირგო. თავის მხრივ, არც სამეფო კლუბს სურს მასთან თანამშრომლობის გაწყვეტა.
AS
- 5 ივლისი 2021
- 481
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.