მბაპე პარიზელებს: "იმ შემთხვევაში გავახანგრძლივებ, თუ..."
ფრანგი ფეხბურთელის ირგვლივ უფროდაუფრო საინტერესოდ ვითარდება მოვლენები.
ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, კილიან მბაპემ კიდევ ერთხელ შეუთვალა პარიზელებს, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, თუმცა თავად 22 წლის შემტევმა თანამშრომლობის სხვა ვარიანტი შეთავაზა კლუბს. ის მზად არის, ახალი ხელშეკრულება დადოს "პსჟ"-სთან, თუ მასში მოხდება კონკრეტული ციფრის გაწერა, რომლის გადახდაც სამეფო კლუბს მოუწევს მოთამაშის სანაცვლოდ.
როგორც ირკვება, ფრანგული პროფესიონალურო ფეხბურთელის ლიგა მსგავსი პუნქტების გაწერას არაკანონიერად მიიჩნევს, თუმცა არც უშუალოდ გუნდის წარმომადგენლები არიან მოხიბლულნი მბაპეს ინიციატივით.
ამ ეტაპისთვის უცნობია, რას მოიქმომედებს არაბი შეიხი.
Marca
- 4 ივლისი 2021
- 3 294
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.