პელეგრინი სებალიოსს ითხოვს, „ბეტისი“ თანხას ვერ იხდის
OK Diario-ს ცნობით, „ბეტისის“ მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელის შეძენას ითხოვს, მაგრამ სევილიური კლუბი „ბლანკოსის“ მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდას ვერ ახერხებს.
ფლორენტინო პერესს 25-30 მილიონი ევროს მიღება სურს, მაგრამ „ბეტისს“ სურვილის მიუხედავად ამ თანხის გადახდა არ შეუძლია.
პელეგრინის გუნდი „რეალს“ ერთ წლიანი იჯარით მიმართავს, რათა სებალიოსი დაიმატოს, თუმცა სამეფო კლუბს იჯარის ვარიანტი არ ხიბლავს და ფეხბურთელის აზრსაც ითვალისწინებს, რომელიც ღიად აცხადებს, რომ იჯარით აღარსად წავა.
ზემოაღნიშნულ გამოცემაზე დაყრდნობით, „ბეტისი“ ყველაფერს გააკეთებს თანხის მობილიზებისთვის, მაგრამ რამდენად შეძლებს მიზნის მიღწევას გაურკვეველია.
- 4 ივლისი 2021
- 578
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.