მბაპე მადრიდის „რეალს“ დიპლომატიის უმაღლესი დონის შენარჩუნებას სთხოვს

ფრანგული გამოცემების ცნობით, კილიან მბაპე მაქსიმალურად ცდილობს „პსჟ“-სთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს. ფრანგი წინახაზელი მადრიდის „რეალს“ სთხოვს, რომ შეთანხმება უმტკივნეულოს შედგეს.

ლოტინი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ „ბლანკოსში“ მოხვდეს, თუმცა კონტრაქტს ვერაფერს უხერხებს. ერთადერთი ბერკეტი „პსჟ“-ზე ზეწოლაა, რასაც მოთამაშე ახორციელებს კიდეც.

მბაპემ ალ ჰელაიფის წარმომადგენლებს ახალ ხელშეკრულებაზე უარი დაახლოებით 5-ჯერ უთხრა და სხვადასხვა სახის ბენეფიტებიც არაფრად ჩააგდო.

ფრანგს არ სურს „პსჟ“-სთან ურთიერთობის დაძაბვა და „რეალსაც“ ანალოგიურს მოუწოდებს. როგორც სჩანს, მიმდინარე ზაფხულს კილიანისთვის ბრძოლა უდიდეს მასშტაბებს მიიღებს, მაგრამ აგვისტოს მეორე ნახევრამდე მაინც ბევრი რამ იქნება ბუნდოვანი.

  • Ramos
  • 4 ივლისი 2021
  • 4 929
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (82)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)