ანტი მადრიდისტა ლუის ენრიკე - რას ამბობდა "რეალზე?"
როგორც იცით, ლუის ენრიკე ერთ-ერთი გამორჩეული ანტიმადრიდისტაა.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის დამრიგებელმა "რეალის" არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა ნაკრების განაცხადში.
არადა, როდესაც ენრიკე მადრიდში გადავიდა სათამაშოდ, მისი განწყობა სულ სხვაგვარი იყო. 30 წლის წინ, თეთრ მაისურში პრეზენტაციის დროს მან დასძინა: "ჩემთვის დაუჯერებელია, რომ სამეფო კლუბის მოთამაშე გავხდი. თავი ღრუბლებში მგონია."
წლების შემდეგ კი ასტურიელი დამრიგებელი შემდგნაირად ალაპარაკდა: ""რეალი?" შემიძლია გითხრათ, ამ საკითხში უფრო რადიკალი ვარ, ვიდრე პიკე. ეს არის ჩემი კომენტარი."
აი, სწორედ ეს არის ლუის ენრიკეს ნამდვილი სახე.
DC
- 4 ივლისი 2021
- 5 447
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.