იოვიჩი ახლოს არის ყოფილ კლუბთან
სერბი თავდამსხმელი კარლო ანჩელოტის გეგმებში არ მოიზრება.
ლუკა იოვიჩმა უკანასკნელი 6 თვე იჯარის წესით "აინტრახტში" გაატაარა, საიდანაც თავის დროზე, სამეფო კლუბმა 60 მილიონის სანაცვლოდ წამოიყვანა წინახაზელი. ის 5 ივლისს წინასასეზონო მომზადების ციკლს დაიწყებს მადრიდელებთან ერთად, თუმცა, დიდი ალბათობით, მალევე გადაბარგდება სხვა ქალაქში.
გავრცელებული ინფორმაციით, ლუკას გადაბირების სურვილს "მილანი" გამოთქვამს, მაგრამ იტალიელები იმ შემთხვევაში გააქტიურდებიან, თუ ოლივიე ჟირუს ტრანსფერი ვერ გაჩარხეს.
იოვიჩისთვის ყველაზე რეალური ვარიანტი ისევ ნაცნობ ლოკაციაზე, ფრანკფურტში დაბრუნება გახლავთ. გერმანულმა გუნდმა შემადგენლობის მთავარი მეგოლე ანდე სილვა "ლაიპციგში" გაასხვისა და შესაბამისად, ახალი ფორვარდით საჭიროებენ პოტენციალის გაძლიერებას.
"სანტიაგო ბერნაბეუზე" იმედოვნებენ, რომ იოვიჩის სანაცვლოდ 20-25 მილიონ ევროს მიიღებენ.
DC
- 4 ივლისი 2021
- 542
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.