ბარელა ანჩელოტის ფავორიტია
ნიკოლა ბარელა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.
აღსანიშნავია, რომ ნახევარმცველმა ჯერ კიდევ რამდენიმე სეზონის წინ დაიმსახურა "რეალის" მწვრთნელის მოწონება. "ნაპოლიში" მუშაობის დროს, კარლო ანჩელოტი ცდილობდა 24 წლის ფეხბურთელის გადაბირებას, თუმცა ამაოდ. ნიკოლამ "ინტერზე" გააკეთა აქცენტი.
"ბარელა ახალგაზრდობას არ მაგონებს, ვინაიდან ის ჩემზე უკეთესია, დინამიური ბურთაობით გამოირჩევა. ვფიქრობ, ნიკოლა მზად არის ისეთ დიდებულ კლუბში სათამაშოდ, როგორიც "ნაპოლია"" - ამბობდა კარლიტო 2019 წელს.
ცხადია, "ბლანკოსის" ახალწვეული დამრიგებელი მოხარული იქნება, თუ თანამემამულე ფეხბურთელს თავის დაქვემდებარეაბაში იხილავს, თუმცა კლუბის სატრანსფერო მიზნები რომ განსხვავებულია, ესეც კარგად მოეხსენება. არადა, მილანელები ფინანსურ კრიზისს განიცდიან და მათი დაყოლიება რთული საქმე არ უნდა იყოს.
DC
- 4 ივლისი 2021
- 604
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.