ვინისიუსს არჩევანის საშუალება ჰქონდა
როგორც იცით, სამეფო კლუბმა ბრაზილიელ ფეხბურთელს ოლიმპიადაზე წასვლის უფლება არ მისცა.
გავრცელებული ინფორმაციით, განვლილი სეზონის დასრულების შემდეგ, ვინისიუსს საშუალება ჰქონდა აერჩია, კოპა ამერიკაზე სურდა ასპარეზობა, თუ ტოკიოში გასამართ ტურნირზე, ვინაიდან, "რეალში" ფეხბურთელს უთხრეს, რომ ორივე გათამაშებაში მონაწილეობა გამორიცხული იყო. შესაბამისად, ვინიმ აქცენტი სამხრეთ ამერიკულ მატჩებზე გააკეთა.
ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა შემტევმა არცთუ ისე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. "სელესაოს" მწვრთნელი დიდად არ ენდობა მას და თავის გამოჩენის საშუალებას, ფაქტობრივად, არ აძლევს.
ის, რომ ვინისიუსი ოლიმპიადის განაცხადში ვერ მოხვდებოდა, თავიდანვე შეგუებული იყო ამ ფაქტს. ბრაზილიელი გაგებით მოეკიდა კლუბის პოზიციას. ახალი მწვრთნელი იმედის თვალით შეჰყურებს მას და აქედან გამომდინარე, პრე-სეზონის პერიოდში მისი ჩართულობა მნიშვნელოვანია.
DC
- 3 ივლისი 2021
- 803
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.