"რეალი" ბელგიის ნაკრებისგან ინფორმაციას ელოდება
ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიასთან მატჩის ბოლო წუთებში მიღებული დაზიანების გამო, ედენ აზარმა მეოთხედფინალური პაექრობა გამოტოვა. ამ ეტაპისთვის უცნობია, ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
"სანტიაგო ბერნაბეუზეც" ბელგიელების ინფორმაციის მოლოდინში არიან. მათ დეტალურად აინტერესებთ "შვიდიანთან" დაკავშირებით თითოეული დეტალი.
"რეალში" იმედოვნებენ, რომ აზარი მადრიდში გამგზავრებამდე სრულად მოასწრებს ტრავმის მოშუშებას, რათა გუნდის პრე-სეზონში სრულფასოვნად ჩაერთოს. კარლო ანჩელოტი დიდ იმედებს ამყარებს ედენზე.
DC
- 3 ივლისი 2021
- 708
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.