ვარანი ვა-ბანკზე მიდის
როგორც ჩანს, რაფაელ ვარანის შემთხვევაში მოვლენები იმაზე საინტერესოდ განვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
ABC Deporte-ს ცნობით, ფრანგ ფეხბურთელსა და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის უკვე არსებობს წინასწარი შეთანხმება. "წითელი ეშმაკები" ცენტრალურ მცველს ანაზღაურების სახით 12 მილიონ ევროს გადაუხდიან, რაც 5 მილიონით მეტია "რეალის" შეთავაზებაზე.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის სურვილია, ტრანსფერის დახურვა მომდევნო 2 კვირის განმავლობაში მოხდეს, რათა მას პრე-სეზონის დაწყება ინგლისში მოუწიოს და არა მადრიდში.
ახლა ყველაფერი კლუბებზეა დამოკიდებული. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელებს 45 მილიონზე მეტის გადახდა არ ძალუძთ, რაც სამეფო კლუბისთვის მიუღებელია. "თეთრები" მოთამაშის სანაცვლოდ მინიმუმ 55 მლნ. ევროს მოითხოვენ.
- 3 ივლისი 2021
- 4 130
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.