ნეიმარი რამოსს გამოეხმაურა
რიგი გამოცემების ცნობით, სერხიო რამოსისა და "პსჟ"-ს თანამშრომლობა მხოლოდ დროის საკითხია.
რამდენიმე დღის წინ, ფეხბურთელის ძმა პარიზში იმყოფებოდა, სადაც მოლაპარაკებები გამართა ადგილობრივებთან. ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თავად ანდალუსიელი უკვე სახლს არჩევს საფრანგეთის დედაქალაქში.
აღნიშნულს ემატება ნეიმარის გააქტიურებაც. ამ უკანასკნელმა, "ინსტაგრამის" გვერდზე გამოქვეყნებულ ვარჯიშის ფოტოზე, რამოსს კომენტარი დაუტოვა, რომელიც მხოლოდ გარკვეულ ემოციებს შეიცავდა (იხ. სურათი). ეს ყველაფერი კი ძალიან მოეწონათ ქომაგებს. ბრაზილიელის გამოხმაურებამ 4600 მოწონება დაიმსახურა.
ნეისა და სერხიოს შორის წლებია მეგობრული ურთიერთობა სუფევს. მათი დიდი სურვილია ერთ გუნდში ასპარეზობა და როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ესეც მოხდება.
AS
- 3 ივლისი 2021
- 2 684
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.