"მანჩესტერ იუნაიტედი" "რეალს" დაუკავშირდა
ევროპის ჩემპიონატიდან გამოთიშვის შემდეგ, რაფაელ ვარანი ისვენებს.
გამომდინარე იქედან, რომ ფრანგი ცენტრალური მცველის, რომელსაც გაისად ეწურება კონტარქტი სამეფო კლუბთან, მომავალი ბურუსით არის მოცული, მას საკმაოდ ცხელი ზაფხული ელოდება წინ.
შემადგენლობის "ორიანის" მიმართ, ყველაზე დიდ ინტერესს "წითელი ეშმაკები" იჩენენ. ცნობილი ჟურნალისტის, ფაბრიციოს რომანოს ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე დაუკავშირდა ოფიციალურ მადრიდს ვარანის ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ ყოფილა შეთავაზება. ინგლისელები ფეხბურთელის ირგვლივ არსებული მდგომარეობით დაინტერესდნენ.
შეიძლება ითქვას, რომ მანჩესტერელებმა პირველი ნაბიჯი გადადგეს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
DC
- 3 ივლისი 2021
- 1 012
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.