ანჩელოტისა და ვასკესის უცნაური ურთიერთობა
ლუკას ვასკესმა განვლილ სეზონში მიღებული ტრავმა სრულად მოიშუშა.
გალისიელმა ფეხბურთელმა რამდენიმე კვირის წინ მოქმედი კონტრაქტი გაახანგრძლივა სამეფო კლუბთან, რომლის თანახმადაც, დედაქალაქურ გრანდში 2025 წლის ზაფხულამდე იასპარეზებს.
ვასკესი თეთრი მაისურით 240 შეხვედრას მოითვლის და მისი აღმავლობა "რეალში" მას შემდეგ დაიწყო, რაც შემადგებლობის სათავეში ზინედინ ზიდანი დაინიშნა. თავის დროზე, კარლო ანჩელოტიმ მოთამაშის შესაძლებლობებზე უარი თქვა და ის გაანათხოვრეს (2014/2015 წლების სეზონში "ესპანიოლში").
შეიძლება ითქვას, რომ როგორც სხვებს, ლუკასსაც იტალიელი სპეციალისტის ნდობა აქვს მოსაპოვებელი. ის 5 ივლისს "ვალდებებასზე" გამოცხადდება და მყისვე დაიწყებს აღნიშნულ პროცესს.
ვასკესი სასურველი კონდიციების აკრეფვისათვის, არდადეგების პერიოდსაც ნაყოფიერად იყენებს. წინა სეზონში, მას შემდეგ, რაც კარვახალი ლაზარეთში გაეშურა, ესპანელი ზიზუს ფორმაციის "რეალის" შეუცვლელი წევრი გახდა. მან დიდებულად მოირგო მარჯვენა მცველის ამპლუა.
As
- 3 ივლისი 2021
- 1 223
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.