ბელგია ტურნირს გამოეთიშა, ბრაზილია ნახევარფინალშია
ევროპის ჩემპიონატსა და კოპა ამერიკაზე მეოთხედფინალური სტადიის მატჩები გაიმართა.
ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა 1-2 დათმო შეხვედრა იტალიელებთან. ტიბო კურტუა 90 წუთის განმავლობაში იცავდა კარს, ხოლო ედენ აზარმა ტრავმის გამო იუქმა. ამრიგად, "წითლები," რომლებიც ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტებად მოიაზრებიდნენ, სახლში ბრუნდებიან.
საინტერესოა, რომ სამეფო კლუბს ბებერი კონტინენტის მიმდინარე გათამაშებაში წარმომადგენელი აღარ ეყოლება.
რაც შეეხება კოპა ამერიკას, ბრაზილიის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით სძლია ჩილეს (1-0) და ნახევარფინალის საგზური დაიბევა. კაზემირომ შეუცვლელად იასპარეზა, მილიტაო შეხვედრის ბოლო წუთებში ჩაერთო საქმეში, ვინისიუსი კი სათადარიგო სკამიდან არ წამომდგარა.
"სელესაოს" მომავალი მეტოქე პერუ იქნება. ისინი 6 ივლისს, 03:00 საათზე შეერკინებიან ერთმანეთს.
- 3 ივლისი 2021
- 1 299
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.