მოურინიო: „ბენზემა მსგავსი თავდამსხმელი არ არის“

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, კარიმ ბენზემას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„სიმართლე გითხრათ, ბენზემას გამო გული დამწყდა, რომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრები შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა. ვიფიქრე, მას კარგი შანსი გაუჩნდა, სეზონის ბოლოს მოეგო „ოქროს ბურთი“ ან რამე მსგავსი ჯილდო. კარიმი შესანიშნავი ფეხბურთელია. მან შთამბეჭდავი იასპარეზა საკმაოდ დიდი წნეხის პირობებში.“

„როდესაც „ტოტენჰემში“ ვმუშაობდი, ხშირად მეკითხებოდნენ, თუ რომელ თავდამსხმელს შევადარებდი კეინს. ყოველთვის პარალელს ვავლებდი მასსა და ბენზემას შორის. ისინი ჩვეულებრივი ფორვარდები არ არიან.“

„სხვა წინახაზელებს მხოლოდ მაშინ მოაქვთ სარგებელი, როდესაც გოლს იტანენ, ხოლო ჰარი და კარიმი, შედეგიანი დარტყმების გარეშეც დიდ საქმეს აკეთებენ გუნდისთვის.“

„„რეალის“ ცხრიანი ფანტასტიკური მოთამაშეა. ახლა მისი სათამაშო კონდიციები იმაზე უკეთესია, ვიდრე 10 წლის წინ.“

Sports.ru

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ფერანი 2
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2025 (269)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)