ითამაშებს თუ არა აზარი იტალიასთან - მწვრთნელის განცხადება
დღეს, ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალური ეტაპის მატჩი გაიმართება, სადაც ბელგიისა და იტალიის ნაკრებების დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ესოდენ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, „წითლების“ მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, ედენ აზარის შესახებ ისაუბრა: „ამ ეტაპისათვის ჯერ კიდევ არ არის ცნობილი მიიღებენ თუ არა ედენი და კევინი „სკუადრა აძურას“ წინააღმდეგ პაექრობაში მონაწილეობას. ყველაფერი თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე გაირკვევა. აზარის პროგრესი თვალშისაცემია, თუმცა შესაძლებელია, ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს.“
- 2 ივლისი 2021
- 891
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.