ვარანის ქეისი ჩიხში შედის?

ფრანგი ფეხბურთელის მომავალი ბურუსით არის მოცული.

როგორც იცით, ვარანის გეგმებში მადრიდის „რეალთან“ ხელშეკრულების გახანგრლივება არ შედის. ფეხბურთელი თანახმაა, ბოლომდე შეასრულოს კონტრაქტი და მომავალ ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს ესპანეთის დედაქალაქი. მოვლენების მსგავსი განვითარება სასარგებლოა მოთამაშისთვის, მაგრამ ცხადია, არა სამეფო გუნდისთვის, რომლის მიზანსაც ნამდვილად არ წარმოდგენს 29 წლის მცველის უანგაროდ გაშვება. შესაბამისად, „ბლანკოსი“ მის გასხვისებაზე ფიქრობს.

რაფაელისადმი ყველაზე დიდ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედი“ იჩენს. ინგლისელებმა მიმდინარე ფანჯარაზე უკვე განახორციელეს ერთი ხმაურიანი ტრანსფერი, ჯეიდონ სანჩოს სახით და მოცემული მომენტისათვის, „მამლების“ დაცვის ბურჯში 45 მილიონ ევროზე მეტის გადახდა არ ძალუძთ. თავის მხრივ, დასახელებული ციფრი მიუღებელია ფლორენტინო პერესისთვის. ეს უკანასკნელი ვარანის შესაძლებლობებს 70 მილიონად აფასებს.

შეიძლება ითქვას, რომ „ორიანის“ ქეისი იმაზე დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მხარეები.

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)