რაზე შეთანხმდნენ რამოსი და "პსჟ?"
როგორც უკვე გაცნობეთ, რამოსის აგენტი პარიზში იმყოფება, სადაც ადგილობრივ გრანდთან მართავს მოლაპარაკებებს.
RMC Sport-ის ცნობით, ფრანგები და რენე რამოსი 2 წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, ხოლო ფეხბურთელის ანაზღაურება, წელიწადის განმავლობაში 10 მილიონი ევრო იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, ანდალუსიელი მცველი უახლოეს მომავალში გაივლის სამედიცინო შემოწმებას ახალ კლუბში და ხელს მოაწერს ხელშეკრულებას.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად, მადრიდული გიგანტისა და სერხიოს 16 წლიანი თანამშრომლობა გუშინ დასრულდა. მისი შესაძლებლობებით არა ერთი გუნდი იყო დაინტერესებული, თუმცა რამოსს ყველაზე მეტად "პსჟ" ხიბლავდა. იქ მას ნეიმარი დახვდება, რომელთანაც დიდებული ურთიერთობა აქვს. ამასთანავე, "ოთხიანს" მიეგებებინ ყოფილი თანაგუნდელები, კეილორ ნავასისა და ანხელ დი მარიას სახით.
რამოსს არც მაურისიო პოჩეტინოსთან ექნება კომუნიკაციის პრობლემა. მწვრთნელი საკმაოდ კარგად ფლობს ესპანურს.
AS
- 1 ივლისი 2021
- 1 513
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.