ტონი კროოსის გეგმა

დიდი ალბათობით, ტონი კროოსი უახლოეს მომავალში გააკეთებს განცხადებას სანაკრებო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით.

„რეალის“ ნახევარმცველის დებიუტი გერმანიის ეროვნულ გუნდში 2010 წელს შედგა. მას შემდეგ ფეხბურთელმა 106-ჯერ დაიცვა ქვეყნის ღირსება, გაიტანა 17 გოლი და გააკეთა 19 ასისტი. ცხადია, ყველაზე დიდი მიღწევად, 2014 წელს მსოფლიო მუნდიალის მოგება ითვლება.

ტონი ჯერ მხოლოდ 31 წლისაა, თუმცა ფიქრობს, რომ მისი ფიზიკური კონდიციებისთვის უმჯობესია აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. ის მთლიან დროს საკლუბო ფეხბურთს დაუთმობს. "რვიანს" აღარ მოუწევს სანაკრებო ბატალიების დროს დამატებითი თამაშებისა და ვარჯიშების ჩატარება, ასევე ასობით კილომეტრის დაფარვა, რაც სასურველი ფორმის შენარჩუნებასა და ტონუსში ყოფნაში დაეხმარება. მაშასადამე, კროოსი მაქსიმალურ ფოკუსირებას მოახდეს "რეალზე," სადაც ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა.

ცნობისათვის, გერმანელს 2023 წლის ზაფხულში ეწურება კონტარქტი სამეფო კლუბთან. ის იმ კატეგორიის ფეხბურთელთა რიგებს არ მიეკუთვნები, რომლებიც რაც შეიძლება გვიან აპირებენ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას: "ვფიქრობ, 33 წლის ასაკში კარიერის დასრულებაზე ფიქრი ნორმალურია. შესაძლებელია, მოქმედი კონტრქტის ჩემთვის უკანასკნელი იყოს" - დასძინა ტონიმ რამდენიმე თვის წინ.

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)