დელ ბოსკე: „ისინი ჩემი ფორმაციის „რეალის“ ლიდერები იყვნენ“
„რეალის“ ლეგენდარული მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე, ესპანეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. „ულვაშამ“ სამეფო კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა.
„სამეფო კლუბში მუშაობის დროს, შემადგენლობაში 2 ლიდერი მყავდა: ჯერემი და მაკმანამანი. ისინი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ, რომლებიც არასდროს წუწუნებდნენ და არასდროს ბრაზდებოდნენ. პირიქით, საკმაოდ მოკრძალებუნლი იყვნენ და პოზიტივს აფრქვევდნენ. აღნიშნული თვისებების წყალობით, კამერუნელი და ინგლისელი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ თანაგუნდელებთან.“
MARCA
- 1 ივლისი 2021
- 1 494
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.