პაუ ტორესი:„„რეალთან“ კომუნიკაცია არ მქონია“
ესპანელი მცველი პაუ ტორესი, რომელიც მადრიდის „რეალის“ რადარზეა, სამეფო კლუბთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს...
„ერთადერთი რამ, რაზეც ახლა ვფიქრობ „ფურია როხასთან“ ერთად ევროპის ჩემპიონატის მოგებაა. როდესაც ევროსარბიელი მიმდინარეობს და ეროვნულ ნაკრებზე ვარ გადართული, საკლუბო საკითხებისთვის დრო არ რჩება.“
„მადრიდის „რეალთან“ არანაირი კომუნიკაცია არ მქონია, შესაბამისად არ ვიცი, რამდენად ვარ ფლორენტინო პერესის რადარზე.“
„ზაფხული საკმაოდ ხანგრძლივია, სადაც შესაძლოა ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ამ ეტაპზე მომავალთან დაკავშირებით ვერანაირ დამაზუსტებელ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე ვირიცხები კლუბში, რომელსაც დიდ პატივს ვცემ.“
- 1 ივლისი 2021
- 800
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.