2021/22 წლების სეზონში 3 „ელ კლასიკო“ გაიმართება

ტრადიციისამებრ, „რეალისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოვლენაა საფეხბურთო სამყაროში.

უკვე ცნობილია, რომ 2021/22 წლების სეზონში, მადრიდულ-კატალონიური ჯახი მინიმუმ 3-ჯერ შედგება. აქედან, 2 შეხვედრა ლა ლიგის ეგიდით გაიმართება, ხოლო 1 სუპერ თასის.

ესპანეთის ჩემპიონატის მასშტაბით, გუნდების გზები ჯერ 23 ოქტომბერს (მე-10 ტური) „ნოუ კამპზე“ გადაიკვეთება, შემდეგ კი, 19 მარტს (29-ე ტური) „სანტიაგო ბერნაბეუზე.“

რაც შეეხება ქვეყნის სუპერ თასს, აღნიშნული ტურნირი, რომელშიც 4 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, იანვარში არის ჩანიშნული. კერძოდ, ნახევარფინალურ სტადიაზე, „ელ კლასიკოს“ 13 ან 14 იანვარს ვიხილავთ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (86)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)