კაკას ოპერაცია მსოფლიო ჩემპიონატზეა დამოკიდებული
მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის ბრაზილიელ ფეხბურთელს, რიკარდო კაკას აუცილებელი ოპერაცია ესაჭიროება...
რიკარდო დიდი ხნის მანძილზე იცილებდა თავიდან ქირურგიულ ჩარევას, მაგრამ არანაირმა მკურნალობამ არ გაჭრა და იგი აუცილებლად უნდა მოექცეს მედიკოსთა მეთვალყურეობის ქვეშ საოპერაციო მაგიდაზე.
ბრაზილიელის ოპერაციის თარიღი ჯერჯერობით დგინდება. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებიდან რამდენიმე დღეში მან ოპერაცია უნდა გაიკეთოს, მაგრამ არის მეორე ვარიანტი. თუ ბრაზილიის ნაკრები მუნდიალს ადრე გამოეთიშება, მაშინ კაკასაც უფრო ადრე მოუწევს ოპერაციის გაკეთება, ყველაფერი დუნგას გუნდზეა დამოკიდებული.
ჟოზე მოურინიო ამ ტრავმასთან დაკავშირებით პატარა კომენტარს აკეთებს: "რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა მოხდეს რიკარდოს მწყობრში ჩაყენება. მე ვენდობი ექიმებს და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი სწრაფად და ხარისხიანად ჩაივლის, მე მჭირდება კაკა დიდი გუნდის შესაქმნელად, მისი ტრავმა კი ხელს არაფერში გვიწყობს."
როგორც კი ბრაზილია მუნდიალს დატოვებს, თუნდაც ეს ფინალში მოხდეს, რიკარდოს რამდენიმე დღეში ოპერაციის გაკეთება მოუწევს.
- 26 ივნისი 2010
- 2 803
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.